მარტიალმა შესაძლოა ზიდანის რეკორდი მოხსნას
Aa
Aa

მარტიალმა შესაძლოა ზიდანის რეკორდი მოხსნას

როგორც მოგეხსენებათ, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ანტონი მარტიალის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ცნობილია, რომ ინგლისელებმა ფრანგი ფორვარდის სანაცვლოდ „მონაკოს“ 48 მილიონი ევრო გადაუხადეს.

გუშინ ცნობილი გახდა მარტიალის კონტრაქტის რამდენიმე დეტალი. ბრიტანული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მანჩესტერმა“ „მონაკოს“ შესაძლოა კიდევ დამატებით 22 მილიონი ევრო ჩაურიცხოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ფრანგმა ინგლისში ისეთი თამაში აჩვენა, როგორსაც მისგან ელიან.

იმ შემთხვევაში, თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ფრანგებს კიდევ 22 მილიონს გადაუხდის, მაშინ ტრანსფერის ღირებულება 80 მილიონ ევროს მიაღწევს და ამით ზიდანის რეკორდი მოიხსნება.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანი საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. მასში „რეალმა“ 2001 წელს 75 მილიონი ევრო გადაიხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები