ლიპარტელიანი მსოფლიოს პირველი ნომერია!
Aa
Aa

ლიპარტელიანი მსოფლიოს პირველი ნომერია!

ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი, 100 კგ.-მდე წონით კატეგორიაში, მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი გახდა.

ლიპარტელიანმა გასულ უქმეებზე დიუსელდორფის „გრანდ სლემი“ ძალიან დამაჯერებლად მოიგო, რამაც რეიტინგის მწვერვალზე ასვლის საშუალება მისცა.

ქართველმა 5800 ქულა დააგროვა და ჰოლანდიელ მიხაელ კორელს მცირედით გაასწრო, რომლის აქტივშიც 5761 სარეიტინგო ქულაა.

+100 კგ. წონით კატეგორიაში რეიტინგის მე-2 პოზიციას გურამ თუშიშვილი 4760 ქულით იკავებს. თუშიშვილი ლიდერ დავიდ მოურას 805 ქულით ჩამორჩება.

მსოფლიოს პირველი ნომრის წოდება დაკარგა 90 კგ.-მდე წონით კატეგორიაში, ბექა ღვინიაშვილმა, რომელსაც სერბმა ალექსანდარ კუკოლიმ სულ რაღაც 41 ქულით გადაასწრო.

საინტერესოა ისიც, რომ იმავე 90 კგ.-მდე წონით კატეგორიაში რეიტინგის მე-3 პოზიციაზე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილია.

ცხელი ამბები