კავაი ლეონარდი დაბრუნებას გეგმავს
Aa
Aa

კავაი ლეონარდი დაბრუნებას გეგმავს

ESPN“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით „სან ანტონიო სპურსის“ ლიდერი კავაი ლეონარდი გუნდთან ერთად ვარჯიშის განახლებას ამ კვირაში გეგმავს და სავარაუდოდ სასტარტო ხუთეულს მარტში დაუბრუნდება.

„სპურსსა“ და კავაის შორის ურთიერთობა „გოლდენ სტეიტთან“ მიღებული ტრამვის შემდეგ დაიძაბა, ლეონარდს მიაჩნდა, რომ „სან ანტონიოს“ ექიმები მის ტრამვას არასწორად მიუდგნენ და სარეაბილიტაციო პერიოდი სწორედ ამიტომ გაიწელა.

რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას გრეგ პოპოვიჩი კავაის საკითხს შეეხო და განაცხადა, რომ იგი გაოცებული იქნებოდა თუ კავაის წლევანდელ სეზონში მოედანზე იხილავდა. საინტერესოა, რომ პოპოვიჩის კომენტარიდან რამდენიმე საათის შემდეგ “ESPN“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კავაის „სპურსის“ ექიმებმა თამაშის უფლება დართეს, მაგრამ თავად ლეონარდმა თქვა უარი წლევანდელ სეზონში პარკეტზე დაბრუნებაზე.

გუშინდელი ინფორმაციით კი კავაი უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში ნიუ იორკში იმყოფებოდა, სადაც რეაბილიტაციას გადიოდა და ნიუ იორკელი ექიმებისგან იღებდა კონსულტაციებს.

საბოლოოდ, როგორც ადრიან ვოინაროვსკი იტყობინება, „სპურსის“ ვარსკლავი ტეხასში, გუნდთან ერთად იმყოფება და პარკეტს სულ მალე დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები