Aa
Aa

"ნაპოლი" "იუვეს" 4 ქულით გაექცა

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურის ბოლო შეხვედრა სარდინიაზე ჩატარდა, სადაც ჩემპიონატის ლიდერი „ნაპოლი“ „კალიარის“ სტუმრობდა.

ნეაპოლელებმა თამაში ჩვეული აქტიურობით დაიწყეს და საბოლოოდ, მეტოქეს 5 უპასუხო გოლი გაუტანეს.

„პარტენოპეისგან“ თავი კალიეხონმა, მერტენსმა, ჰამშიკმა, ინსინიემ და მარიო რუიმ გამოიჩინეს.

შედეგად, მაურისიო სარის გუნდმა „იუვენტუსს“ 4 ქულით გაასწრო, რომელმაც ამ ტურში თავისი მატჩი უამინდობის გამო ვერ ითამაშა.

მომავალ უქმეებზე სერია A-ში 3 ძალიან საინტერესო დაპირისპირებაა. ნეაპოლში „სან პაოლოზე“, „ნაპოლი“ და „რომა“ ითამაშებენ, რომში „ლაციო“ „იუვენტუსს“ დაუხვდება, ხოლო მილანში „სან სიროზე“, „მილანი“ და „ინტერი“ მორიგ „დელა მადონინას“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები