Aa
Aa

ვარლამ ლიპარტელიანმა დიუსელდორფის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა!

დიუსელდორფის გრანდ სლემზე 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანმა გზა ფინალამდე ერთი ამოსუნთქვით გაიარა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ლიპარტელიანმა პირველ ეტაპზე ყირგიზი ფარუხ ბულეკელოვი დაამარცხა.

ფინალურ შეხვედრაში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ირლანიდელი ბენჟამინ ფლეტჩერი იყო, რომელსაც 2 წუთსა და 11 წამში იპონით სძლია.

2018 წელს ლიპარტელიანისთვის 100 კგ. წონით კატეგორიაში ეს მისი მეორე მედალი იყო.

დიუსელდორფში ქართულმა დელეგაციამ, რომელიც 7 ძიუდოისტისგან შედგებოდა 2 მედლის მოპოვება შეძლო. ლიპარტელიანის ოქროს გარდა, ბრინჯაოს მედალი ლუხუმ ჩხვიმიანმა მოიპოვა.

ცხელი ამბები