ბლაშიკოვსკი „ფიორენტინაში“ გადავიდა
Aa
Aa

ბლაშიკოვსკი „ფიორენტინაში“ გადავიდა

პოლონეთის ნაკრებისა და დორტმუნდის „ბორუსიას“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი კუბა ბლასშიკოვსკი კარიერას ფლორენციის „ფიორენტინაში“ გააგრძელებს. როგორც „იების“ ოფიციალური ვებ-გვერდი გვამცნობს, 29 წლის ნახევარმცველი „არტემიო ფრანკიზე“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს. ზაფხულში კი იტალიელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

ბლაშიკოვსკი დორტმუნდის „ბორუსიაში“ 2007 წელს, კრაკოვის „ვილსადან“ გადაბარგდა, გასულ სეზონში კი ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა. პოლონელი ფლორენციაში სევილიის „ბეტისში“ დაბრუნებულ ხოაკინს შეცვლის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები