15 წლის ალინა ზაგიტოვამ რუსეთს ზამთრის ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა
Aa
Aa

15 წლის ალინა ზაგიტოვამ რუსეთს ზამთრის ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა

რუსეთის ნაკრებმა, პიონჩანში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

რუსებს პირველი ოქრო 15 წლის მოციგურავე ალინა ზაგიტოვამ მოუტანა, რომლის მთავარი კონკურენტი მისივე თანამემამულე ევგენია მედვედევა გახლდათ.

ზაგიტოვა ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში, ფიგურულ სრიალში, ქალებს შორის, 1998 წლის შემდეგ, ყველაზე მცირეწლოვანი ჩემპიონია.

ამ მხრივ რეკორდი ამერიკელ ტარა ლიპინსკის ეკუთვნის, რომელიც ტრიუმფის მომენტში, ზაგიტოვაზე რამდენიმე თვით უმცროსი იყო.

ცხელი ამბები