რასელის სამიანით დამარცხებული აუტსაიდერი
Aa
Aa

რასელის სამიანით დამარცხებული აუტსაიდერი

NBA-ს მორიგ ტურში, ერთ-ერთი საინტერესო შეხვედრა კალიფორნიაში გაიმართა, სადაც დასავლეთ კონფერენციის აუტსაიდერმა „საკრამენტო კინგსმა“, რასელ ვესტბრუკის „ოკლაჰომას“ სერიოზული ბრძოლა გაუმართა.

„თანდერმა“ პირველი მეოთხედი 23 ქულიანი სხვაობით მოიგო, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და ბოლო მეოთხედის სტარტზე მეტოქეს 5 ქულით ჩამორჩა. თუმცა  „ოკლაჰომამ“ მობილიზირება მოახერხა და რასელ ვესტბრუკის საოცარი სამ ქულიანის წყალობით შეხვედრა 110:107 მოიგო.

„თანდერის“ რიგებში სამმაგი დუბლი მიითვალა ვესტბრუკმა - 17 ქულა, 15 მოხსნა, 11 გადაცემა. 26 ქულა ჩაიწერა აქტივში პოლ ჯორჯმა,

„მეფეებს“ ზაკ რენდოლფმა ულიდერა, რომელმაც 29 ქულა მიითვალა. სათადარიგოთა სკამიდან ორმაგი დუბლი ჩაიწერა ბადი ჰილდმა - 19 ქულა და 10 მოხსნა.

34 მოგებითა და 26 წაგებით, „ოკლაჰომა“ დასავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები