Aa
Aa

"ლაიფციგმა" სარის სიგარეტის მოსაწევად სპციალური სექცია მოუწყო

გერმანული „ლაიფციგის“ სტადიონის ადმინისტრაციამ, დღევანდელ სტუმარ „ნაპოლის“ თავკაც მაურიციო სარის სპეციალური სექცია გამოუყო, სადაც სიგარეტის მოწევა შეეძლება.

აღნიშნული სექცია ნეაპოლელთა გასახდელში იქნება განთავსებული, თუმცა რა თქმა უნდა, მოთამაშეებისგან იზოლირებული იქნება.

ცნობილია, რომ მაურიციო სარი თამბაქოს აქტიური მომხმარებელია, ხოლო „ლაიფციგის“ ხელმძღვანელობამ, სხვა მეტოქეთაგან განსხვავებით, მას განსაკუთრებული კომფორტი მოუწყო.

„ლაიფციგისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრა დღეს 22:00 საათზე დაიწყება. გუნდებს შორის იტალიაში გამართული მატჩი გერმანელებმა 3:1 მოიგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები