Aa
Aa

პაკიაოს ქველმოქმედება ფილიპინებში

მენი პაკიაო ერთ-ერთი საუკეთესო და უნიკალური მოკრივეა კრივის ისტორიაში, 37 წლის ფილიპინელმა კარიერის განმავლობაში 68 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 59 მოიგო, 7 წააგო და 2 ფრედ დაასრულა.

გარდა კრივისა მენი პოლიტიკით და კალათურთითაა დაკავებული,ფილიპინელი სენატის ორგზის წევრია და 2014-დან 2017-მდეწლამდე საკუთარ გუნდში მოთამაშე მწვრთნელის სტატუსით მოღვაწეობდა.

პაკიაო ღარიბ ოჯახში დაიბადა, მისი მშობლები მალევე განქორწინდნენ და 14 წლის ასაკში მენი იძულებული გახდა ფინანსური გაჭირვების გამო სკოლა მიეტოვებინა და სახლიდანწასულიყო.

კარიერის განმავლობაში პაკიაოს ანაზღაურების სახით 400 მილიონი დოლარი აქვს გამომუშავებული. რომლის ნახევარიც ლეგენდარულმა ფილიპინელმა ქველმოქმედებაზე დახარჯა. ერთ-ერთი ადგილობრივი ჟურნალი მენის ყველაზე დიდი ფილიპინელ ქველმოქმედად მოიხსენიებს.

მენიმ ტრადიცია არც ფლოიდთან მარცხის შემდეგ დაარღვია და მატჩში მიღებული 100 მილიონი დოლარიდან ნახევარი ქველმოქმედებაზე დახარჯა, შეხვედრიდან რამდენიმე თვეშ პაკიაომსაკუთარ ფეისბუქ გვერდზეგანაცხადა: მე საკუთარი სახსრებით სარანგანის პროვინციაში 1000 სახლს ავაშენებ და უფასოდ გადავცემ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტადსჭირდებათ.

პაკიაომ თავისი პირობა პირნათლად შეასრულა და დაახლოებით 1000 უსახლკარო ოჯახს გადასცა საცხოვრებელი, თუმცა ფილიპინელი ამაზე არ გაჩერებულა და რამდენიმე დღის წინ კიდევ 104 უსახლკარო ოჯახი დააბინავა.

ცხელი ამბები