ბუფონი: „რომა“ უფრო მშვიდი და თავდაჯერებული გახდა
Aa
Aa

ბუფონი: „რომა“ უფრო მშვიდი და თავდაჯერებული გახდა

ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარული გოლკიპერი, ჯანლუიჯი ბუფონი აღფრთოვანებულია „რომას“ ბოლოდროინდელი პროგრესით.

„რომა“ ყოველთვის ძალიან ძლიერი გუნდი იყო, თუმცა გასულ სეზონთან შედარებით მათ კიდევ უფრო აშკარა პროგრესი აქვთ. ყველაზე მეტად მომეწონა ის თუ როგორ მოახდინეს რეაგირება პირველივე წამებზე არდანიშნულ პენალტზე. შესაძლებელი იყო, რომ დაეწყოთ წუწუნი და თამაში დაევიწყებინათ, მაგრამ მომენტალურად მოვიდნენ გონს. ეს იმის ნიშანია, რომ გუნდი უფრო სოლიდური, მშვიდი და თავდაჯერებული გახდა. „იუვენტუსი“ არ იმსახურებდა ფრეს და უამრავი ტრავმა, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში, არ არის გასასამართლებელი საბუთი“ – განაცხადა ჯიჯი ბუფონმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, იტალიის ჩემპიონატის მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, „რომა“ საკუთარ მოედანზე ტურინის „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2-1 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები