რეალს დე ხეას შეძენა სურს, სათადარიგო ვარიანტად კი ჩეხს განიხილავს
Aa
Aa

რეალს დე ხეას შეძენა სურს, სათადარიგო ვარიანტად კი ჩეხს განიხილავს

მადრიდის „რეალის“ სამწვრთნელო შტაბში თვლიან, რომ მომავალი სეზონიდან გუნდს კიდევ ერთი მაღალი დონის მეკარის დამატება სჭირდება.

გავრვცელებული ინფორმაციის თანახმად, „სამეფო კლუბში“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარის, დავიდ დე ხეას ხილვა სურთ. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელთან საერთო ენის გამონახვა გართულდება, მაშინ მადრიდელები ლონდონის „ჩელსის“ 32 წლის მეკარე, პიტერ ჩეხზე გადაერთვებიან.

 

აღსანიშნავია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ საკუთარი მეკარის დათმობას არ აპირებს, რის შესახებაც „მანკუნიანელებმა“ არაერთხელ განაცხადეს, თუმცა „რეალი“ ამის მიუხედავად მოლაპარაკებების გამართვას მაინც აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები