კომანი „ბაიერნის“ ფეხბურთელია
Aa
Aa

კომანი „ბაიერნის“ ფეხბურთელია

როგორც მოსალოდნელი იყო, ტურინის „იუვენტუსის“ უნიჭიერესი შემტევი, კინგსლი კომანი იჯარის წესით მიუნხენის „ბაიერნს“ შეუერთდა.

„რეკორდმაისტერის“ ოფიციალური ტვიტერის გვერდმა დაადასტურა, რომ საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრი გერმანულ გრანდში ორ წელს დაჰყოფს, რის შემდეგაც „ბაიერნს“ მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

შეთანხმების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება, თუმცა არაოფიციალური წყაროების თანახმად, კომანის ორწლიანი იჯარით აყვანის სანაცვლოდ „იუვენტუსმა“ რვა მილიონი ევრო მიიღო. გამოსყიდვის სურვილის შემთხვევაში კი, „ბაიერნს“ ოცი მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

„კომანი ევროპული ფეხბურთის ერთ–ერთი უდიდესი ტალანტია. ამიტომ, ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მისი შეძენა მოვახერხეთ. კინგსლი სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია. ეს არის შემტევი სტილის მოთამაშე და იმედი მაქვს, რომ საკუთარი კარგი თამაშით ბევრ სასიხარულო მომენტს გვაჩუქებს“ - განაცხადა მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა, მატიას ზამერმა.

კომანი ტურინულ გრანდში 2014 წლის ზაფხულში გადავიდა და მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დიდი ნაწილი სათადარიგოთა შორის გაატარა, საკუთარი ტალანტის გამოვლენა მაინც მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები