ტოჩინოშინის კიდევ ერთი აღიარება!
Aa
Aa

ტოჩინოშინის კიდევ ერთი აღიარება!

იაპონიის ეროვნულ პრეს-კლუბში, სპეციალური პრესკონფერენცია მოეწყო, რომლის მიზანიც ლევან გორგაძის, იგივე ტოჩინოშინისათვის, საპატიო ელჩის დამადასტურებელი მოწმობის გადაცემა იყო.

საქართველოს ელჩმა იაპონიაში - ლევან ცინცაძემ, ტოჩინოშინს პირადად გადასცა და მისი მიღწევების შესახებ ისაუბრა.

როგორც აღინიშნა, გორგაძე, ქართველი მებრძოლის შემართებისა და სამურაის სულისკვეთების შერწყმას განასახიერებს.

იაპონელ ჟურნალისტებს განსაკუთრებით აინტერესებდათ, როგორ მოახერხა ტოჩინოშინმა, 2013 წელს მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ, სრულფასოვნად დაბრუნება და ისეთი დიდი წარმატების მიღწევა, როგორიც "იმპერატორის თასის" მოგებაა.

შეგახსენებთ, რომ "იმპერატორის თასი" სუმოში ყველაზე პრესტიჟული ტიტულია და იგი ისტორიაში მხოლოდ 3 ევროპელს აქვს მოგებული, რომელთაგანაც ერთ-ერთი ლევან გორგაძეა.

 

მომზადებულია ფეისბუქ-გვერდ "ქართული სუმოს ქომაგები"-ს სტატიის მიხედვით

ცხელი ამბები