ჩიჩარიტო ლევერკუზენის „ბაიერში“ გადავა
Aa
Aa

ჩიჩარიტო ლევერკუზენის „ბაიერში“ გადავა

დიდი ალბათბით, დღეს მექსიკელი თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი, გერმანულ კლუბს ოფიციალურად შეუერთდება.

„Sky Sport Italia“-ს ინფორმაციით, ჩიჩარიტო ლევერკუზენის „ბაიერში“ ჰინ-მინ სონის შემცვლელი იქნება, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ლონდონის „ტოტენჰემში“ გადაბარგდა.

გერმანელები ჩიჩარიტოს სანაცვლოდ ინგლისელებს დაახლოებით 16 მილიონ ევროს გადაუხდიან. თავად 27 წლის ფეხბურთელი კი ყოველწლიურად 3.5 მილიონ ევროს მიიღებს. მოსალოდნელია, რომ დღეს მექსიკელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, შემდეგ კი ხელშეკრულებას გააფორმებს.

აღსანიშნავია, რომ მადრიდის „რეალიდან“ დაბრუნების შემდეგ ერნანდესმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით მხოლოდ 24 წუთი ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები