რივალდომ 2000 წლის მატჩები გაიხსენა და დღევანდელი ფავორიტი დაასახელა
Aa
Aa

რივალდომ 2000 წლის მატჩები გაიხსენა და დღევანდელი ფავორიტი დაასახელა

„ჩელსისა“ და „ბარსელონას“ დღევანდელი შეხვედრა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია და მასზე საფეხბურთო სამყაროში ყველა საუბრობს.

მათ შორისაა ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი და „ბარსას“ ყოფილი ვარსკვლავი რივალდო.

ვფიქრობ, რთული ორრაუნდიანი დაპირისპირება იქნება, თუმცა ფავორიტი „ბარსელონაა“.

ინგლისური კლუბები ყოველთვის პატივისცემას იმსახურებენ, მაგრამ ჩემი აზრით, „ბარსელონა“ ამ ეტაპზე „ჩელსიზე“ უკეთესი გუნდია და შემდეგ რაუნდშიც ის გავა.

მახსოვს 2000 წლის შეხვედრები, როცა ინგლისში 1:3 წავაგეთ, ხოლო განმეორებითი თამაში დამატებულ დრომდე მივიდა.

საპასუხო მატჩის ბოლო წუთზე პენალტი შევასრულე, რომლისთაც 4:1 გახდებოდა და შემდეგ ეტაპზე გავიდოდით, თუმცა შანსის რეალიზება ვერ შევძელი. მიუხედავად ამისა, დამატებით დროში 2 გოლი გავიტანეთ“.

იმ მატჩის დამატებით დროში სწორედ რივალდომ და პატრიკ კლუივერტმა გაიტანეს, რითაც „ბარსამ“ „ჩელსის“ ინგლისში წაგებულ 1:3-ზე, 5:1-ით უპასუხა და საბოლოო გამრჯვება მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები