Aa
Aa

4 ტიტული აღარ გამოვა - "სიტი" "უიგანმა" გააჩერა...

„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის ასოციაციის თასის წლევანდელ გათამაშებას 1/8 ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა.

პეპ გუარდიოლას გუნდი სტუმრად „უიგანს“ თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით დაუპირისპირდა, თუმცა საქმე პირველი ტაიმის ბოლოს ფაბიან დელფის გაძევებამ გაურთულა.

„ქალაქელები“ მთელი მატჩის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, რაც ბურთის 83%-ით ფლობაში, 27 საგოლე შანსსა და 15 ჩაწოდებულ კუთხურში გამოიხატება, მაგრამ ეს ყველაფერი თუნდაც არ წაგებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

მატჩის ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე გავიდა, როცა უილ გრიგმა დასწრებაზე ბურთის მოპოვება და რთული სიტუაციიდან კლაუდიო ბრავოს კარის აღება შეძლო.

„უიგანი“ თასის 1/4 ფინალურ სტადიაზე „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები