ამაზე უარს ვერავინ იტყვის -
Aa
Aa

ამაზე უარს ვერავინ იტყვის - "რეალი" "ჩელსის" წარმოუდგენელ წინადადებას უმზადებს!

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Express-ი ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მადრიდის "რეალი" სეზონის დასრულების შემდეგ, ლონდონის "ჩელსისთან" წარმოუდგენელი წინადადებით მისვლას გეგმავს.

ფლორენტინო პერესი ედენ აზარის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროსა და გარეთ ბეილის დათმობას აპირებს.

მგონი ყველა ხვდება, რომ ასეთ შეთავაზებაზე უარის თქმა არცერთ გუნდს არ შეუძლია.

"რეალიდან" ბეილის წასვლა უკვე 99%-ით გადაწყვეტილია და უელსელიც პრემიერლიგაში დაბრუნების მომხრეა.

რამ გამოიწვია მადრიდელთა მხრიდან სუპერწინადადების მომზადება? აზარი მალე "ჩელსისთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს და ბუნებრივია, რომ ბელგიელის ფასი საგრძნობლად გაიზრდება.

აზარმა თავად განაცხადა, რომ "არისტოკრატებთან" მალე ახალ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. მან, ისიც თქვა, რომ ზიდანის ხელმძღვანელობით თამაში ძალიან უნდა, "რეალიც" მოსწონს, მაგრამ თავისი ლონდონური კარიერით ამ ეტაპზე კმაყოფილია.

Express-ი ამტკიცებს, რომ ზაფხულში შეთანხმება შედგება და სატრანსფერო ისტორიაში მორიგი ხმაურიანი გარიგება დაიდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები