ვენგერი გვარდიოლაზე:
Aa
Aa

ვენგერი გვარდიოლაზე: "არსენალში თამაში ძალიან უნდოდა...ერთხელაც სახლში მომაკითხა"

ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, beIN Sports-თან საუბრისას თავისი კოლეგა პეპ გვარდიოლა შეაქო და მის შესახებ საინტერესო ფაქტი გაიხსენა.

"გვარდიოლას სხვადასხვა საკითხებზე რამდენჯერმე ვესაუბრე. ფეხბურთელობისას, მას "არსენალში" თამაში ძალიან უნდოდა. მისი სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ერთხელაც სახლში მომაკითხა.

ის რამდენიმე შესანიშნავი გუნდის მწვრთნელი იყო და ამას ბრწყინვალედ აკეთებდა. პეპს ძალიან დიდ პატივს ვცემ, რადგან მას განსაკუთრებული ხედვა აქვს. მომწონს და პატივს ვცემ იმისთვის, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს თამაშზე მაშინაც კი, როცა კონკრეტული მატჩი მას არაფერს აძლევს".

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლამ საფეხბურთო კარიერა 2006 წელს დაასრულა. არსენ ვენგერი კი "არსენალს" 1996 წლიდან წვრთნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები