რუდი გარსია: „ბარსელონას“ წინააღმდეგ ღირსეულად უნდა ვითამაშოთ
Aa
Aa

რუდი გარსია: „ბარსელონას“ წინააღმდეგ ღირსეულად უნდა ვითამაშოთ

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ „ჩემპიონთა ლიგის“ ახალი სეზონის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

ძალიან დიდ ინტერესს იწვევს E-ჯგუფი, სადაც ისეთი გუნდები მოხვდნენ როგორებიც „ბარსელონა“, „რომა“, „ლევერკუზენი“ და „ბატე“ არიან.

აღნიშნლ თემაზე კომენტარი „რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი ჯგუფური ეტაპის ბარიერის დასაძლევად ყველაფერს გააკეთებს.

„ჩვენ შევხვდებით მოქმედ ჩემპიონ „ბარსელონას“. „სტადიო ოლიმპიკოზე“ მათი ხილვა „რომას“ ქომაგებისთვის დიდი პატივი იქნება. ვეცდებით უკვე ვითამაშოთ, ვიდრე ამხანაგურ შეხვედრაში „კამპ ნოუზე“. რაც შეეხება დანარჩენ გუნდებს, კარგად ვიცნობ „ბატეს“, მახსოვს როგორ დაამარცხეს მათ „ბაიერნი“. ლევერკუზენის „ბაიერი“ სხვა გერმანული კლუბების მსგავსად მაღალი დონისაა. ვფიქრობ, ჯგუფი ძალიან საინტერესოა“. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ფლეი-ოფში გასასვლელად“ - განაცხადა რუდი გარსიამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები