რონალდუს ლონდონში უნდა - პოგბას
Aa
Aa

რონალდუს ლონდონში უნდა - პოგბას "რეალში" - რა ხდება რეალურად?

როგორც ჩანს, "რეალმა" და რონალდუმ საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და პორტუგალიელს გუნდის დატოვება სურს.

Metro-ს ცნობით, რონალდუმ თავის აგენტს ჟორჟე მენდეშს აცნობა, რომ მადრიდის დატოვება სურს და კარიერის ინგლისში გაგრძელება უნდა.

წყაროს ცნობით, კრიშტიანოს მესისა და ნეიმარის იდენტური ანაზღაურება სურს და თავს შეურაცხყოფილად გრძნობს.

Le10sport-ი იუწყება, რომ კრიშტიანოს ლონდონში ცხოვრება მისი შვილის გამოც უნდა, ამის მიზეზი კი მაღალი დონის განათლებაა.

რონალდუ სამ ვარიანტს განიხილავს - "არსენალი", "ჩელსი" და "ტოტენჰემი".

"ტოტენჰემი" მისთვის ამხელა ხელფასის გადახდას ვერ მოახერხებს, ასე რომ რჩება "არსენალი" და "ჩელსი", რომლებთანაც ჟორჟე მენდეში მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში დაიწყებს.

თავის მხრივ, "რეალი" მზადაა კრიშტიანოს 90 მილიონ ევროდ შეელიოს.

The Sun-ი წერს, რომ ფლორენტინო პერესი რონალდუს გაშვების შემდეგ პოლ პოგბას შესაძენად მზადაა. ფრანგ ფეხბურთელს მოურინიოსთან ურთიერთობა გაუჭუდა, რადგან მას გუნდის სათამაშო სტილი არ მოსწონს და მის შეცვლას ითხოვს.

L'equpe კი ამტკიცებს, რომ პოგბა "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლას ნანობს და "რეალის" წინადადების განსახილველად მზადაა.

მადრიდელებს ფრანგის შეძენა 120 მილიონი ევრო დაუჯდებათ და თუ ამ თანხის გადახდაზე უარს განაცხადებენ, ასეთ შემთხვევაში "იუნაიტედი" გარიგებაში ტონი კროოსის ჩართვას მოითხოვს, რომლის გადაბირებაც მათი დიდი ხნის სურვილია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები