calciomercato: როისი და კიდევ 2 გერმანული ვარიანტი
Aa
Aa

calciomercato: როისი და კიდევ 2 გერმანული ვარიანტი "მილანისთვის"...

გავლენიანი იტალიური გამოცემა calciomercato-ს ინფორმაციით, "მილანის" სპორტული დირექტორი მასიმილიანო მირაბელი, მიმდინარე კვირას გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე შეხვედრა გამართა.

როგორც წყარო ამბობს, მირაბელი "დორტმუნდის" ხელმძღვანელობას მარკო როისისა და ჯულიან ვაიგლის შესაძლო ტრანსფერზე ესაუბრა.

"როსონერის" ამ გარიგებებში თავისი ახალი პარტნიორის "პუმას" იმედი აქვს, რომლის კავშირებიც, შესაძლოა, კლუბმა სატრანსფერო მოლაპარაკებებისას გამოიყენოს. მოგეხსენებათ, ამიერიდან "მილანისა" და "დორტმუნდის" ტექნიკური სპონსორი სწორედ "პუმაა".

როისს "ყვითლებთან" კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და მისი შეძენა გაცილებით რეალურია, ვიდრე - ვაიგლისა.

საქმე ისაა, რომ ახალგაზრდა გერმანელი საყრდენის ფასი დაახლოებით 50 მილიონი ევროა და მის მიმართ ინტერესს "სიტი", "იუნაიტედი" და "ბარსელონა" იჩენენ.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის "სან სიროზე" გადაყვანაზეც მირაბელი მუშაობს, "ლაიფციგის" 19 წლის ცენტრალური მცველი დაიო უპამეკანოა.

უპამეკანო თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ტალანტია და ისიც ევროპულ გრანდთა ინტერესთა სფეროშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები