ელგუჯა ლობჯანიძე, ანდრეი დემჩენკო
Aa
Aa

დემჩენკოს წარმატებული დებიუტი ჟენისში - ლობჯანიძის გოლი და საგოლე პასი

ყაზახეთის პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ბათუმის დინამოს და გორის დილას ყოფილი მწვრთნელის ანდრეი დემჩენკოს დებიუტი შედგა.

დემჩენკოს დებიუტი წარმატებული გამოდგა და ამაში დიდი წვლილი ელგუჯა ლობჯანიძემ შეიტანა.

ჟენისმა სტუმრად 2:1 დაამარცხა. ლობჯანიძე მატჩში 65-ე წუთზე ჩაერთო, რა დროსაც მისი გუნდი 0:1-ს აგებდა.

ქართველმა ფეხბურთელმა 89-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში საგოლე პასი მიითვალა. ლობჯანიძის წყალობით დემჩენკოს წარმატებული დებიუტი გამოუვიდა.

ცნობისთვის, აღნიშნულ დაპირისპირებაში ელგუჯა ლობჯანიძის გარდა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი მონაწილეობდა. საუბარი ზურაბ თევზაძეზეა.

მსგავსი სიახლეები