მის დაბრუნებას ჰამბურგთან ელიან | ფონსეკამ მიქაუტაძის ტრავმაზე ისაუბრა
გიორგი მიქაუტაძეს მესამე ლიგის კლუბ „ვილეფრანშთან’’ ამხანაგურ მატჩში ტრავმის გამო არ უთამაშია, თუმცა „ლიონის’’ მთავარმა მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ აღნიშნა, რომ მსუბუქი დაზიანება აქვს და შემდეგ კვირაში გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს.
ფეხბურთელმა შაბათს დილას ინდივიდუალურად ივარჯიშა.
„ლიონი’’ „მოლენბეკთან’’ ამხანაგური მატჩისთვის ემზადება, მიქაუტაძის დაბრუნება უფრო მეტად რეალური „ჰამბურგთანაა’’, ეს შეხვედრა 26 ივლისს გერმანიაში გაიმართება.
გიორგი მიქაუტაძე რამდენიმე ევროპული კლუბის ყურადღების ცენტრში იყო და ერთ-ერთი, რომელიც ქართველ ფეხბურთელს აკვირდებოდა, „სპორტინგი“ გახლდათ. ლისაბონური კლუბი შეთავაზების გაკეთებას აპირებდა, თუმცა გადაწყვეტილება შეცვალა. პორტუგალიური გამოცემის, Leonino-ს ინფორმაციით, „სპორტინგს“ სურდა, „ლიონის“ ფინანსური პრობლემებით ესარგებლა. ფრანგული კლუბი ლიგა 2-ში დააქვეითეს, თუმცა „ლიონმა“ აპელაცია შეიტანა, რომელიც მოიგო და უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდა. „სპორტინგმა“ უკან სწორედ ამიტომ დაიხია. „ლომების“ ხელმძღვანელებმა ჩათვალეს, რომ ლიგა 1-ში დაბრუნებული „ლიონის“ ფინანსურ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებდნენ და მათთან დაკავშირებაზე უარი თქვეს. ფრანგული პრესის მიხედვით, „ლიონი“ მიქაუტაძეს 25-30 მილიონ ევროდ აფასებს.
ცნობისთვის, მიქაუტაძემ, რომლის ღირებულება Transfermarkt-ის მონაცემით 22 მილიონი ევროა, გასულ სეზონში 17 გოლი გაიტანა. მას „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და ბოლო პერიოდში „ატალანტას“ უკავშირებენ.