ილიას დამარცხება შემიძლია | ზელჰუბერმა თოფურიაზე ვრცლად ისაუბრა
MMA-ს 26 წლის მექსიკელი მებრძოლი დანიელ ზელჰუბერი (17-2), რომელიც ილია თოფურიათი აღფრთოვანებულია, Estadio Deportes-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ილიას დამარცხება შეუძლია, თუმცა ასევე აღიარებს, რომ ამისთვის ბევრი შრომა სჭირდება.
დანილ ზელჰუბერი: „ძალიან მომწონს, რომ ილია კარიერის მწვერვალზეა. ამის პირველი მიზეზი მისი თავმდაბლობაა. ის ახლა UFC-ის ერთადერთი მებრძოლია, რომლითაც აღტაცებული ვარ, თვალს ვადევნებ, მივყვები და მომწონს, რასაც წარმოადგენს და როგორც მუშაობს, მაგრამ ასევე, იმავე თავმდაბლობიდან გამომდინარე ვიცი, მისი ცემა შემიძლია. მასთან ბრძოლის შესაძლებლობა საოცრება იქნებოდა.
იმისთვის რომ მსოფლიოში საუკეთესო გახდე, მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლთან ჩხუბზე უკეთესი გზა რა არის. არა მხოლოდ საუკეთესო შენს დივიზიონში, არამედ საუკეთესო P4P-ში. დარწმუნებული ვარ, წინ დიდი რაღაცები მელოდება, რაც დამოკიდებულია ზრდაზე, შრომის გაგრძელებასა და წინსვლაზე.
ილიას სიტყვებს მის წინააღმდეგ გამოვიყენებ, MMA-ში ახალი თაობის წარმომადგენელი ვარ. ჯიუ-ჯიცუში ძალიან კარგი ვარ. ასევე, ჭიდაობაც კარგად გამომდის და ძალიან კარგი მოკრივე ვარ. ილიასგან განსხვავებით, ფეხით ძალიან კარგი დარტყმები მაქვს, დისტანციას კარგად ვიცავ.
ეჭვი არ მეპარება, რომ იმ ადამიანთა სიმცირე არ იქნება, ვინც ფიქრობს, რომ ეს შეუძლებელია, რომ მე გიჟი ვარ და რომ მე ვოცნებობ, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ოცნებებისა და ეჭვების მიღმაა.
რატომ არ უნდა ვოცნებობდე? რატომ არ უნდა ვიფიქრო პოზიტიურად? მჯერა, მას დავამარცხებ, ჯერ კიდევ დიდი დროა ვიდრე ეს მომენტი დადგება, მაგრამ ვფიქრობ ეს შემიძლია და ჩემს თავზე ყოველდღიურად ვმუშაობ’’.