სტარიჯმა ვარჯიში განაახლა
Aa
Aa

სტარიჯმა ვარჯიში განაახლა

„ლივერპულის“ ბანაკში სასიამოვნო სიახლეა. როგორც „მერსისაიდული“ გრანდის ოფიციალური საიტი იტყობინება, გუნდის ინგლისელმა ფორვარდმა, დანიელ სტარიჯმა ინდივიდუალური პროგრამებით ვარჯიშები აღადგინა.

სტარიჯმა მაისში ოპერაცია გაიკეთა, ქირურგიული ჩარევა ექიმებმა წარმატებულად შეაფასეს და დანიელს სექტემბერში მისცეს მინდორზე დაბრუნების უფლება. თუმცა, როგორც ჩანს დანიელმა ვადაზე ადრე დაიწყო ინდივიდუალური ვარჯიშები, რაც „ლივერპულისთვის“ იდეალურია. სტარიჯი აპირებს, რომ სანაკრებო პაუზის დროს აკრიფოს ოპტიმალური კონდინციები და სექტემბრის შუარიცხვებში დაბრუნდეს.

გასულ სეზონში, 25 წლის სტარიჯმა მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა ტრავმის გამო და ოთხი გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები