კეჰილის ემოციური მიმართვა:
Aa
Aa

კეჰილის ემოციური მიმართვა: "რაიანის შესახებ გავიგე და განადგურებული ვარ"

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ "ჰალ სიტის" ფეხბურთელმა რაიან მეისონმა საფეხბურთო კარიერა 26 წლის ასაკში დაასრულა.

როგორც მოგეხსენებათ, ამის მიზეზი 2017 წლის 22 იანვარს მიღებული ტრავმაა. "ჩელსისთან" მატჩისას მეისონი საჰაერო ორთაბრძოლის დროს "არისტოკრატთა" მცველს გარი კეჰილს შეეჯახა და მძიმედ დაშავდა.

კეჰილმა მეისონს თავი იმდენად ძლიერად ჩაარტყა, რომ 1 წლიანმა მკურნალობამ შედეგი მაინც ვერ გამოიღო და ექიმებმა ფეხბურთელს კარიერის დასრულება ურჩიეს.

ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ, კეჰილმა Mirror-თან კომენტარი გააკეთა და ხსენებული ფაქტის შესახებ მწუხარება ვერ დამალა.

"რაიანის შესახებ გავიგე და განადგურებული ვარ. საჰაერო ორთაბრძოლა ეს არის ის, რაც ათასჯერ მაინც გაგვიკეთებია და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ მეისონის დარ პროფესიონალს ასეთი რამ შეემთხვა. მასა და მის ოჯახს ცხოვრებაში დიდ წარმატებას ვუსურვებ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები