კარვალიოს “იუვენტუსთან” თამაში საეჭვოა
Aa
Aa

კარვალიოს “იუვენტუსთან” თამაში საეჭვოა

“მონაკოს” ვეტერანი პორტუგალიელი მცველი რიკარდუ კარვალიო ტრავმირებულია და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში “იუვენტუსის” წინააღმდეგ მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

რიკარდო კარვალიომ კვირას, პორტუგალიასა და სერბეთს შორის გამართული შეხვედრის მე-10 წუთზე, ანგარიში გახსნა, მაგრამ 7 წუთში ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.

წინასწარი ინფორმაციით, 36 წლის ფეხბურთელს კუნთის ტრავმა აქვს. უფრო ზუსტი ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

იტალიური პრესის ცნობით, სავსებით შესაძლებელია, კარვალიომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის ორივე დაპირისპირება გამოტოვოს. მისი გუნდი, 14 და 22 აპრილს, ტურინის “იუვენტუსს” დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები