ლუის ენრიკემ გადაწყვეტილება მიიღო და ლონდონში მიემგზავრება
Aa
Aa

ლუის ენრიკემ გადაწყვეტილება მიიღო და ლონდონში მიემგზავრება

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბრიტანული პრესა ლუის ენრიკეს პრემიერლიგურ მომავალს აქტიურად განიხილავდა.

The Sun-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ენრიკემ გადაწყვეტილება მიიღო და ახალი სეზონიდან ის ინგლისში იმუშავებს.

თუმცა, ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ გუნდს ჩაიბარებს ასტურიელი სპეციალისტი.

ენრიკეს სახელს ყველაზე ხშირად "ჩელსის" უკავშირებენ, მგარამ უკვე აქტიურად მიდის საუბრები "არსენალის" ვარიანტზეც.

სეზონის ბოლოს შესაძლოა ვენგერის ლონდონური თავგადასავალი დასრულდეს და ფრანგს თანამდებობა დაატოვებინონ.

"მეთოფეები" ვენგერის შემცვლელად სწორედ ლუის ენრიკეს განიხილავენ. ასევე, საუბრები მიდის კარლო ანჩელოტის კანდიდატურაზეც.

წყაროს მტკიცებით, ენრიკემ ლონდონში გამგზავრება უკვე გადაწყვიტა და ახლა გასარკვევი მხოლოდ ის რჩება, თუ რომელ კლუბს ჩაიბარებს ის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები