„ბაიერნმა“ ტიაგო ალკანტარას კონტრაქტი გაუხანგრძლივა
Aa
Aa

„ბაიერნმა“ ტიაგო ალკანტარას კონტრაქტი გაუხანგრძლივა

მიუნხენის „ბაიერნის“ ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ გერმანიის ჩემპიონთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. „რეკორდმაისტერის" ოფიციალური ვებ–გვერდის ინფორმაციით, უნიჭიერესმა ესპანელმა ფეხბურთელმა მოქმედი ხელშეკრულება 2019 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

„მოხარულნი ვართ, რომ ტიაგო ხანგრძლივი პერიოდით დარჩება „ბაიერნში“. ის ახალგაზრდა და მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენი მომავლისთვის“ – განაცხადა მიუნხენელთა გენერალურმა დირექტორმა, კარლ–ჰაინც რუმენიგემ.

შეგახსენებთ, რომ ტიაგო „ალიანს არენაზე“ 2013 წელს, კატალონიის „ბარსელონადან" გადაბარგდა, თუმცა ტრავმების გამო, საკუთარი შესაძლებლობები ჯერ-ჯერობით ბოლომდე ვერ გამოავლინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები