„იუვენტუსს“ სონგის შეძენა სურს
Aa
Aa

„იუვენტუსს“ სონგის შეძენა სურს

„Sun“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის „იუვენტუსს“ ალექს სონგის შეძენა სურს. კამერუნელი ფეხბურთელი „ბარსელონას“ საკუთრებაა, თუმცა გასული სეზონი იჯარით „ვესტ ჰემში“ გაატარა.

ლონდონურ კლუბს სურს, რომ სონგმა კვლავ „ვესტ ჰემისთვის“ ითამაშოს, თუმცა 27 წლის ფეხბურთელისთვის სერია A-ს ჩემპიონიც იბრძოლებს.

სონგმა კარიერის საუკეთესო პერიოდი ლონდონის „არსენალში“ გაატარა. 2011-12 წლების სეზონის შემდეგ კი „ბარსელონას“ ფეხბურთელი გახდა, თუმცა კატალონური კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები