მარსელო:
Aa
Aa

მარსელო: "ნეიმარი "რეალში" ითამაშებს...გარწმუნებთ რომ ასე იქნება"

მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა განაპირა მცველმა მარსელომ Esporte Interativo-სთან ინტერვიუში ნეიმარზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის "რეალში" აუცილებლად ითამაშებს.

"ვფიქრობ, რომ ერთ დღესაც ნეიმარი "რეალში" ითამაშებს. მოერგება, თუ არა ის გუნდს? დიახ, გარწმუნებთ რომ ასე იქნება. მისი ტრანსფერი დიდებული იქნებოდა. ჩემი აზრით, დიადმა მოთამაშეებმა "რეალის" ღირსება უნდა დაიცვან.

რთული სათქმელია, ჩამოართმევს თუ არა ლიდერობას  მესისა და რონალდუს ნეიმარი. ვფიქრობ, თუ ის მადრიდში გადმოვა, მისთვის ოქროს ბურთის მოგება გაცილებით მარტივი იქნება. "რეალი" არის გუნდი, რომელიც დიდ მოთამაშეებს იმას აძლევს, რაც მათ სჭირდებათ".

აქვე გეტყვით, რომ ნეიმარმა წლევანდელ სეზონში ყველა ტურნირზე "პსჟ"-ს მაისურით ჩატარებულ 27 შეხვედრაში 28 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები