Aa
Aa

"ჩელსისა" და კონტეს შორის ყველაფერი გაირკვა

როგორც ჩანს, ანტონიო კონტესა და "ჩელსის" შორის ყველაფერი გაირკვა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბრიტანული პრესა იტალიელი სპეციალისტის "ჩელსიდან" შესაძლო განთავისუფლებას აქტიურად განიხილავდა.

დღეს Telegraph-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კონტე "არისტოკრატებს" სეზონის ბოლოს დატოვებს.

"ჩელსი" წლევანდელ სეზონს კონტეს ხელმძღვანელობით დაასრულებს და ზაფხულში ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გუნდს დატოვებს.

წყაროს თქმით, "ლურჯების" თავკაცის პოსტის დაკავების ყველაზე რეალური კანდიდატი "ნაპოლის" დამრიგებელი მაურისიო სარი არის.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსის" ჩაბარების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად პრესა ლუის ენრიკეს ასახელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები