Aa
Aa

"გოლდენ სტეიტმა" ფაჩულიას დაბადების დღე მიულოცა

"გოლდენ სტეიტ უორიორსის" ქართველ ცენტრს ზაზა ფაჩულიას გუშინ 34 წელი შეუსრულდა.

როგორც ვიცით, ზაზა NBA-ში უკვე თავის მე-15 სეზონს ატარებს და გასულ წელს მან "უორიორსთან" ერთად საჩემპიონო ბეჭედიც მოიპოვა.

როგორც მოგეხსენებატ დღეს დილით, "გოლდენ სტეიტმა" "სან ანტონიოს" უმასპინძლა და 122:105 დაამარცხა.

ქართველი ცენტრის მონაგარი 15 წუთში 12 ქულა, 3 მოხსნა და 1 გადაცემა იყო.

"უორიორსმა" ფაჩულიას ორიგინალურად მიულოცა და კლუბის მაისურის ფორმის ტორტი მიართვა.

ფაჩულიამ ამ ფაქტის ამსახველი ფოტო Instagram-ზე გამოაქვეყნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები