"მანჩესტერის" ყოფილი მოთამაშე 36 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა
"მანჩესტერ იუნიატედის" ყოფილი ირლანდიელი ნახევარმცველი ლიამ მილერი 36 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა.
Daily Mail-ის ინფორმაციით, მილერი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა უშედეგოდ.
მილერი თავისი კარიერის განმავლობაში "სელტიკის", "ჰიბერნიანის", "ლიდსის", "სანდერლენდის", "ქუინზ პარკისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" (2004-2006) ღირსებას იცავდა.