კოენტრაო „მონაკოს“ ფეხბურთელია
Aa
Aa

კოენტრაო „მონაკოს“ ფეხბურთელია

როგორც „მონაკოს“ ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი ფაბიო კოენტრაო, განათხოვრების წესით ფრანგულ კლუბში ითამაშებს. იჯარის ხანგრძლივობა ერთ სეზონს შეადგენს.

დღეს პორტუგალიელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ფორმალური საკითხები მოგვარდება.

„ბენფიკას“ ყოფილმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში „ლა ლიგის“ მხოლოდ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა. კოენტრაოს გუნდიდან წასვლა, სწორედ სათამაშო პრაქტიკის არქონამ განაპირობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები