ილარამენდი „სოსიედადში“ დაბრუნდა
Aa
Aa

ილარამენდი „სოსიედადში“ დაბრუნდა

მადრიდის „რეალის“ აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ასიერ ილარამენდი კარიერას „სოსიედადში“ გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას მადრიდული გუნდის ოფიციალური საიტი ავრცელებს. 25 წლის ფეხბურთელი ბასკურ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს, ხოლო „სოსიედადს“ მისი გამოსყიდვა 17 მილიონ ევროდ შეეძლება. ასიერი უკვე სან სებასტიანშია და შესაძლოა, დღეს გუნდთან ერთადაც ივარჯიშოს.

ილარამენდი „სოსიედადის“ აღზრდილი გახლავთ და „რეალში“ 2013 წელს სწორედ ამ გუნდიდან გადავიდა. ბასკურ კლუბში ესპანელს „პრიმერადივიზიონში“ ჩატარებულ 54 მატჩში გოლი არ გაუტანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები