ლუკას ლეივა „ლივერპულში“ რჩება
Aa
Aa

ლუკას ლეივა „ლივერპულში“ რჩება

როგორც „The Telegraph“ იტყობინება, ლუკას ლეივას ტრანსფერი „ბეშიქთაშში“ შესაძლოა ჩაიშალოს.

ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი ორშაბათს „ბეშიქთაშის“ წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდა. ამის შემდეგ კი იგი თურქეთში უნდა გაფრენილიყო, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლიდა და „ბეშიქთაშთან“ კონტრაქტსაც გააფორმებდა. თუმცა, თურქული კლუბის მესვეურები გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც ლუკასი „პრემიერლიგის“ მესამე ტურში, „არსენალის“ წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში ნახეს და სამშობლოში ფეხბურთელის გარეშე დაბრუნდნენ.

„ლუკასი დარჩება „ლივერპულში“ სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე. ის ჩვენი საუკეთესო ჩამშლელი ნახევარმცველია. ის მუდმივად არ არის ძირითად შემადგენლობაში, რადგან ზოგიერთ შეხვედრაში უბრალოდ არ მჭირდება შედარებით დაცვითი ტიპის საყრდენები. ლეივამ მშვენივრად ითამაშა „არსენალთან“ და გააკეთა ყველაფერი, რაც მოვთხოვეთ“ – განაცხადა „მერსისაიდელთა“ თავკაცმა, ბრენდან როჯერსმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები