პირველი სენსაციური გაცვლა NBA-ში
Aa
Aa

პირველი სენსაციური გაცვლა NBA-ში "კლივლენდმა" განახორციელა

როგორც ადრიან ვოიანოვსკი იტყობინება "კლივლენდ კავალიერსმა" გაცვლის დედლაინამდე რამდენიმე საათით ადრე პირველი სენსაციური ტრანსფერი განახორციელა, "კავსმა" 2018 წლის საკუთრი არჩევნის უფლება, აიზეა ტომასი და ჩენინგ ფრაი "ლეიკერსში" ლერი ნენსისა და ჯორდან კლარკსონის სანაცვლოდ გაუშვა. შეგახსენებთ, რომ აიზეას წელს სერიოზული დაპირისპირება ჰქონდა გუნდელებთან და საშუალოდ გამთამაშებელი 14.7 ქულას აგროვებდა.

"ლეიკერსი" მთელი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ცდილობდა ჯორდან კლარკსონის გაცვლას, ფილიპინელი უკანახაზელი "ლეიკერსის" სამომავლო გეგმებში არ ჯდებოდა, კლარკსონი წლევანდელ სეზონში საშუალოდ 14.5 ქულას აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები