„ჩელსის“ პოგბას შეძენა სურს
Aa
Aa

„ჩელსის“ პოგბას შეძენა სურს

ბრიტანული „Independent“-ის ცნობით, ლონდონის „ჩელსი“ პოლ პოგბას შესაძენად მზადაა. კლუბი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის დასრულებამდე დაიმატოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ჩელსი“ ფრანგ ნახევარმცველში 75 მილიონი ევროს გადახდას აპირებს. ლონდონელთა ხელმძღვანებლობა ტურინული კლუბის წარმომადგენლებს მალე შეხვდებიან და შეეცდებიან, ტრანსფერი რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსის“ გარდა, პოგბას მიმართ სერიოზულ ინტერესს „მანჩესტერ სიტი“, „ბარსელონა“ და მადრიდის „რეალი“ იჩენენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები