როჯერსი სტერლინგის გაყიდვას გამორიცხავს
Aa
Aa

როჯერსი სტერლინგის გაყიდვას გამორიცხავს

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა “სქაი სპორტთან” საუბარში გუნდის ახალგაზრდა ლიდერის რაჰიმ სტერლინგის ზაფხულში გაყიდვა გამორიცხა.

“თუ მისი ამბიცია ტიტულების მოგებაა, მან კონცენტრაცია მოედანზე და თამაშზე უნდა მოახდინოს . სტერლინგს ჩვენთან კიდევ ორწელიწადნახევრიანი კონტრაქტი აკავშირებს და იგი ზაფხულში არ დაგვტოვებს”, - აცხადებს როჯერსი.

20 წლის ფეხბურთელს სპეციალისტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. წელს მან პრემიერლიგაში 28 თამაში ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები