მეჯიქმა იანისი შეაქო და დაჯარიმდა
Aa
Aa

მეჯიქმა იანისი შეაქო და დაჯარიმდა

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ხელმძღვანელობა NBA-მ უკვე მეორედ დააჯარიმა, ამჯერად მეჯიქ ჯონსონი დაისაჯა იანის ანტეტეკუნმპოზე გაკეთებული კომენტარების გამო.

ერთ-ერთ ინტერვიუში მეჯიქმა იანისი შეაქო და  განაცხადა: იანისი საოცარი კალათბურთელია, მისი ბურთის კონტროლი, მოედნის ხედვა, საკალათბურთო ინტელექტი და გუნდური თამაში ჩემს საკალათბურთო დღეებს მახსენებს, თუმცა ის ფიზიკური მონაცემები, რომლებიც იანისს აქვს, მე არასდროს მქონია. დარწმუნებული ვარ რომ იანისი აუცილებლად მოუპოვებს ჩემპიონობას  „მილოუკის“ და არაერთხელ დაისაკუთრებს რეგულარული სეზონის MVP-ს ტიტულს.

NBA-ს მესვეურებმა  მეჯიქის ეს განცხადება, გამომდინარე მისი თანამდებობიდან „ლეიკერსში“, იანისზე ზეგავლენის მოხდენის და „მილოუკის“ შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობად შერაცხეს  და ჯონსონი 50000 დოლარით დააჯარიმეს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები