კუადრადო „იუვენტუსს“ შეუერთდა
Aa
Aa

კუადრადო „იუვენტუსს“ შეუერთდა

ტურინის „იუვენტუსის“ ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, 2015-16 წლების სეზონს ხუან კუადრადო მათი გუნდის შემადგენლობაში იჯარის წესით გაატარებს. მხარეები ტრანსფერის დანარჩენ დეტალებს საიდუმლოდ ტოვებენ.

კუადრადო ლონდონის „ჩელსიში“ გასული წლის იანვარში გადავიდა. „ფიორენტინას“ ყოფილმა ლიდერმა „არისტოკრატთა“ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ყველა ტურნირში ერთად, კუადრადომ „ჩელსის“ მაისურით სულ 15 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები