ვინ შეცვლის კონტეს? კანდიდატები ცნობილია
Aa
Aa

ვინ შეცვლის კონტეს? კანდიდატები ცნობილია

"უოტფორდთან" წაგების შემდეგ, ბრიტანული პრესა სულ უფრო აქტიურად განიხილავს ანტონიო კონტეს "ჩელსიდან" დათხოვნის ვარიანტს.

გამოცემები აქტიურად წერენ, რომ რომან აბრამოვიჩს კარგად ესმის და ხვდება, თუ რა შანსები აქვს ასეთ ფორმაში მყოფ "ჩელსის" ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" წინააღმდეგ, რომელიც ჯერაც დაუმარცხებლად ასპარეზობს.

იმის მიხედვით, რომ "არისტოკრატებმა" პრემიერ ლიგაში შანსები უკვე დაკარგეს და მხოლოდ ოთხეულისთვის იბრძვიან, მათთვის მთავარ სამიზნედ სწორედ ჩემპიონთა ლიგა რჩება.

დღეს The Telegraph-მა გამოაქვეყნა სია, სადაც კონტეს შესაძლო შემცვლელებია წარმოდგენილი.

პრესა ნომერ პირველ კანდიდატად "ბარსას" ყოფილ თავკაც ლუის ენრიკეს თვლის, თუმცა ასტურიელმა სპეციალისტმა დღეს ამ თემის შესახებ ისაუბრა და "ჩელსის" შუა სეზონში ჩაბარება გამორიცხა.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ტრადიციულად სიაში იმყოფება ჰოლანდიელი გუუს ჰიდინკი, რომელიც "ჩელსის" ადრეც წვრთნიდა. ასევე, განიხილება მასიმილიანო ალეგრის კანდიდატურაც, რომელსაც სეზონის ბოლოს "იუვენტუსის" დატოვებას უწინასწარმეტყველებენ.

სიაში იმყოფებიან დიეგო სიმეონე, მარუსიო სარი და ზინედინ ზიდანიც.

ზიზუს მადრიდის "რეალში" კარგი დროება ნამდვილად არ უდგას და საუბრები მისი დათხოვნის შესახებ ასევე აქტიურია.

ამ ეტაპზე წინასწარ რამის თქმა ძალიან ძნელია. მისცემს ბოლო შანსს აბრამოვიჩი კონტეს? თუ, იტალიელი "ბარსას" ბარიერს დაძლევს, კლუბს მისდამი ნდობა კვლავ ექნება, თუმცა დამარცხების შემთხვევაში იტალიელი თანამდებობას 99%-ით დატოვებს.

საინტერესოა ენდობიან, თუ არა კონტეს კიდევ ერთხელ...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები