Aa
Aa

"ასე შენს მაქსიმუმს ვერ მიაღწევ" - ლარსონი რონალდინიოს, მესისა და რონალდუს შესახებ

"ბარსელონას" ყოფილმა ფორვარდმა, ლეგენდარულმა შვედმა ჰენრიკ ლარსონმა მესისა და რონალდუს შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა და პარალელი რონალდინიოსთან გაავლო.

"ფეხბურთელისთვის განვითარება მთავარი რამაა. ყოველთვის უნდა ცდილობდე, რომ მოუმატო და არსებულით არ დაკმაყოფილდე. რონალდინიომ იცოდა, რომ საუკეთესო იყო და ვფიქრობ, სწორედ ეს ფაქტი უშლიდა ხელს განვითარებაში. მგონი ყველანი ვთანხმდებით, რომ ბრაზილიელს უფრო მეტი შეეძლო. მას არ ჰქონდა ისეთი სტიმული და იმხელა მოტივაცია, როგორიც ეს დღეს მესის და რონალდუს აქვთ. მათ ერთმანეთი ჰყავთ და ისინი ერთმანეთთან მუდმივ შეჯიბრში არიან.

თავის მხრივ, უნდა ითქვას, რომ რონალდინიო თავისი კარიერული მიღწევებით თავს ბედნიერად გრძნობს, მაგრამ ერთი რამ უდაოა - როდესაც კმაყოფილდები იმით, რაც გაქვს, ასე შენს მაქსიმუმს ვერ მიაღწევ".

შეგახსენებთ, რომ ჰენრიკ ლარსონმა რონალდინიოსთან ერთად "ბარსას" მაისურით 2004-2006 წლებში ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები