ბელგიის წინააღმდეგ
Aa
Aa

ბელგიის წინააღმდეგ "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ცნობილია!

"ბორჯღალოსანთა" სამწვრთნელო შტაბმა 2018 წლის პირველი მატჩისთვის, რომელსაც 10 თებერვალს ქუთაისის "აია არენაზე" ბელგიასთან გავმართავთ 28-კაციანი, გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ სამატჩო, 23 კაციანი შემადგენლობა, ტრადიციულად, მატჩამდე 48 საათით ადრე დასახელდება.

გაფართოებული რაზმი გამოცდილი და შედარებით ახაგაზრდა მორაგბეების ნაზავია, ორი კი დებიუტანტია.

"ბორჯღალოსანთა" კვართის პირველად მორგების შანსი აქვთ საქართველოს ჩემპიონის, გორის "ჯიქის" კაპიტანს, 25 წლის მესამეხაზელ გურამ შენგელიასა და "ენისეის" ასევე მესამეხაზელ მიხეილ გაჩეჩილაძეს.

28 კაცში 11, "დიდი 10"-ის კლუბებს წარმოადგენს, დანარჩენები კი ლეგიონერები არიან. წინასწარ დასახელებული 36-კაციანი შემადგენლობიდან გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდა "ბორდოს" ბურჯი ლაშა ტაბიძე და მის ნაცვლად მწვრთნელებმა "სტად ფრანსედან" გიორგი მელიქიძეს დაუძახეს.

ტრავმის რეაბილიტაციის გამო ბელგიის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელიც შეკრებაზეა და გუნდთან ერთად ემზადება.

ეს არის გაფართოებული შემადგენლობა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩისთვის, რომელიც გამოცდილი და შედარებით ახალბედებითაა დაკომპლექტებული.

რამდენიმე მოთამაშეს მსუბუქი ტრავმა აწუხებს და მათ დასვენების საშუალება მივეცით, თუმცა მომდევნო სამი შეხვედრისთვის მზად იქნებიან.

„ბელგია და გერმანია მნიშვნელოვნად პროგრესირებენ და არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ მათ დაუფასებლობას - მზად ვართ, რომ მატჩის დღეს ჩვენი თამაში ვაჩვენოთ. რაგბის ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტურნირია და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა 2018 წელს ჩემპიონები გავხდეთ!“ - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

 

წყარო: rugby.ge

ცხელი ამბები