„ვესტ ჰემს“ სიმონე ძაძას არენდით აყვანა სურს
Aa
Aa

„ვესტ ჰემს“ სიმონე ძაძას არენდით აყვანა სურს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი სიმონე ძაძა შესაძლოა დროებით ნისლიან ალბიონზე გადაბარგდეს.

„Football Italia“ იტყობინება, რომ „ვესტ ჰემი“ აწარმოებს მოლაპარაკებებს „ბებერ ქალბატონთან“ ძაძას ტრანსფერის თაობაზე. „ჩაქუჩებს“ იტალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდის იჯარით აყვანა სურთ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ძაძა ამ ზაფხულს შეიძინა „სასუოლოდან“ 18 მილიონ ევროდ. 24 წლის იტალიელმა გასულ სეზონში 31 შეხვედრიდან 11 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები