მესი თუ რონალდუ? - სილვამ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა...
Aa
Aa

მესი თუ რონალდუ? - სილვამ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა...

ფრანგული "პარი სენ ჟერმენის" კაპიტანი ტიაგო სილვა, პრესასთან ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ საუბრობს და მათ საფეხბურთო ასპექტებზე აკეთებს აქცენტს.

"ურთულესია, თავი დაიცვა, როცა მესისა და რონალდუს წინააღმდეგ თამაშობ. 

მათ შორის სხვაობა ისაა, რომ მესი ბურთთან ერთად ერთი-ერთზე თამაშისას, ან თუნდაც 2 მეტოქის წინააღმდეგ, ურთულესი გასაჩერებელია. 

საერთო ჯამში, ორივე წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს, როგორც მაგალითად ნეიმარი". - განუცხადა 33 წლის ბრაზილიელმა გამოცემა Le10Sport-ს. 

ტიაგო სილვასა და მის "პსჟ"-ს 14 თებერვალსა და 6 მარტს, კრიშტიანუ რონალდუსა და მის "რეალთან" დაპირისპირება მოუწევთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები