Aa
Aa

"უეფას" საბოლოო განაჩენი - კარვახალი "პსჟ"-სთან ვერ ითამაშებს!

"უეფას" სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, დანი კარვახალი, "რეალისა" და "პარი სენ ჟერმენის" პირველ 1/8 ფინალურ შეხვედრაში ვერ ითამაშებს.

კარვახალმა ჯგუფურ ეტაპზე "აპოელთან" 21 ნოემბერს გამართული მატჩისას წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც შემდეგი მატჩი უკვე გამოტოვა, თუმცა კიდევ ერთის გამოტოვება მოუწევს.

"რეალმა" თავისი მოთამაშის 2 მატჩიანი დასჯა გაასაჩივრა, თუმცა როგორც დღეს გაირკვა, "უეფამ" აპელაცია არ დააკმაყოფილა და განაჩენი ძალაში დატოვა.

შესაბამისად, 26 წლის მცველს 14 თებერვალს "სანტიაგო ბერნაბეუზე" გასამართ შეხვედრაში ვერ ვიხილავთ, ხოლო განმეორებით შეხვედრაში მისი მონაწილეობა, ზინედინ ზიდანის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

მადრიდული AS-ის ვარაუდით, "პსჟ"-სთან პირველი მატჩისას, კარვახალის ადგილს ნაჩო დაიკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები