კონტეს
Aa
Aa

კონტეს "უოტფორდთან" მატჩის შემდეგ გაუშვებენ?

ლონდონის "ჩელსის" თავკაცს ანტონიო კონტეს, რომ წყალი აქვს შემდგარი ამაზე რამდენიმე დღის წინაც ვწერდით.

იტალიელ სპეციალისტს სადავეები ხელიდან გაექცა და გუნდს ფორმაში ვეღარ აბრუნებს.

დღეს Express-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "არისტოკრატთა" რუსმა მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა კონტეს დათხოვნის გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

კონტეს ბოლო შანსი 6 თებერვალს "უოტფორდთან" შეხვედრაში ექნება, თუ ის ამ მატჩს ვერ მოიგებს, დიდი ალბათობით მას თანამდებობას დაატოვებინებენ, მაგრამ ეს, შესაძლოა გამარჯვების შემთხვევაშიც მოხდეს.

"ჩელსის" თავკაცის პოსტზე ლუის ენრიკეს კანდიდატურას მოიაზრებენ, თუმცა წინასწარ რაიმეს გადაჭრით თქმა ძნელია.

საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ "ბარსელონასთან" 1/8 ფინალისთვის ლონდონელებს ახალი მწვრთნელი ეყოლებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები